წარმოადგენს თუ არა რუსული თანამგზავრი “მაიაკი” საქართველოსთვის ხანძრის გაჩენის საფრთხეს (ვიდეო)

თანამგზავრი მაიაკი

14 ივლისს მოსკოვის დროით 14:00-ზე დედამიწის თავზე თანამგზავრი „მაიაკი“ გამოჩნდა, რომელიც ვარსკვლავებს შორის სიკაშკაშით მეორე ადგილზე დგას მთვარის შემდეგ. „მაიაკი“  შეიქმნა მოსკოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების,  ბაუმანის  და მოსკოვის მანქანათმშენებლობის უნივერსიტეტის ინიციატივით ავტოფარეხში. „სოიუზ-2.1“ სარაკეტო გადამზიდის მეშვეობით მან  700 კილომეტრს მიაღწია, თანამგზავრს პირამიდისებრი ფორმა აქვს და ირეკლავს მზის სხივებს. სატელიტის შემქმნელების თქმით ამ პირამიდის წყალობით, თანამგზავრი დედამიწიდან ღამის საათებში 9-ჯერ უფრო შესამჩნევი და მოელვარეა  ვიდრე სხვა ნამდვილი ვარსკვლავები არიან. სატელიტი მთვარეს შეადარეს და მეორე მთვარეც კი უწოდეს მას.

პროექტის ხელმძღვანელის ალექსანდრე შაენკოს თქმით, კოსმოსის კვლევისა და შესწავლის გარდა პროექტის მთავარი მიზანია, ნამდვილი ფრენის აეროდინამიკური ტესტი (არეკვლის მექანიზმი), რომელიც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იყოს ორბიტიდან კოსმიური ნამსხვრევების შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის. აგრეთვე შესაძლებელი გახდება ახალი ინფორმაციის მიღება მაღალ სიმაღლეზე ჰაერის სიმკვრივის შესახებ.

თანამგზავრის წონაა 4-კგ სიმაღლე კი 30-სმ ზედაპირი დამზადებულია ამრეკლავი მეტალური ფილით, რომლის სისქე 5 მიკრომეტრია.

თანამგზავრი დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეძლებს მზის სხივების გადმოფრქვევას, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ რომ ასეთ მაშტაბურ პროექტს შესაძლოა სავალალო შედეგებიც კი მოჰყვეს? მაგალითად როგორიც არის ხანძრის გაჩენა ის ხომ დედამიწაზე ირეკლავს მზის სხივებს.

„მაიაკის პროექტს 3000 ადამიანი აფინანსებდა. ინჟინერი მხოლოდ 40 იყო მაგრამ ნელ-ნელა ადამიანები უარს ამბობდნენ პროექტში მონაწილეობაზე დღესდღეობით გუნდში მხოლოდ 15 ადამიანია“ – განაცხადა ალექსანდრე შაენკომ

შეიძლება თანამშრომლები იმიტომ ტოვებდნენ პროექტს, რომ ხვდებოდნენ რა მძლავრ საქმეს მოკიდეს ხელი, ხვდებოდნენ, რომ „მაიაკი“ შესაძლოა საფრთხის მომტანი ყოფილიყო დედამიწისთვის.

ურიგო არ იქნებოდა ამ ყველაფერზე დაფიქრება და გარკვევა ჩვენს ქვეყანას ეს ხომ არ უქმნის ამდენ პრობლემას.

loading...

პოპულარული

რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი - ჩინელი მეცნიერებმა ზუსტი ტემბერატურა დაადგინეს
"დინამიკა შემაშფოთებელია, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს"- პრემიერი
საყოველთაო კარანტინი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე – რა შეზღუდვები მოქმედდა საქართველოში
"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ პრობლემას" - გიორგი გახარია
დაწერე კომენტარი