სად მიდის წულუკიანი – მინისტრის განცხადება

წულუკიანი თეა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხაებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ 8 წელი შესრულდება, რაც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ ერთი ადამიანი მართავდეს ერთ სისტემას.

“მე, თუკი ეს იქნება ქართული ოცნების სურვილი, ვაპირებ, დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს 8 წელი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდებით, როგორი იქნება ქართული ოცნების გადაწყვეტილება,” – თქვა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ის, როგორც ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირი, აპირებს “ძალიან აქტიურად იყოს ჩართული” ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში.

“მე მჯერა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთლიანად სისტემა ციხეების ჩათვლით, გაისად ამ დროსაც იქნება მართული ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ქართული ოცნების წარმომადგენლის მიერ.

მე მინისტრს მაქვს უფლება, რომ ვიყო მინისტრი და ასევე ვიყო სუპერაქტიური, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ საარჩევნო კამპანიაში. მე ვაპირებ ამას იმიტომ, რომ მე როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ დავუშვა წარსულის დაბრუნება საქართველოში,”- აცხადებს წულუკიანი.

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი