სად იშტრიკინებს ქუთაისში ამ ჯიპით, ერთი ვნახავ – რას აპროტესტებს და ვისზე ლოცულობს ყოველ დილით გოგი წულაია

გოგი წულაია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ ადამიანებმა სწორი არჩევანის გაკეთება უნდა ისწავლონ, არჩევნების გზით. ერთ ძალაზე არ გადაირიონ და მრავალპარტიული პარლამენტი იყოს.

– საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კახა კუკავას, როგორც კანდიდატს, საარჩევნო დაპირებებში ეწერა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დავნიშნავ, ხელისუფლება უნდა გაიწმინდოს „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ კორუმპირებული ჩინოვნიკებისგანო. როგორ ფიქრობთ, რა ძალა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ ეს ორი დაჯგუფება პოლიტიკური ველიდან „ჩააჩოჩოს“?

– ეს ორი დაჯგუფება, ძალიან კარგად იციან, რომ ერთმანეთს ავსებენ და თუ არ იქნება ერთი, არ იქნება მეორე. შუაში უნდა მოვნახოთ გამოსავალი – ე.წ. მესამე ძალა უნდა ჩამოყალიბდეს და ადამიანებმა თავი დაანებონ იმან ფიქრს, ვინ და როგორ გადაარჩენს და რეალური არჩევანი გააკეთონ. ადამიანების გარეშე ეს არ მოხდება, ქვეყანა რევოლუციურ სიტუაციამდე არ უნდა მივიყვანოთ. ყოველ დილით ვლოცულობ, – ღმერთო, დღევანდელი დღე ისე გაატარებინე ამათ, რამე დიდი სისულელე არ გააკეთებინო–მეთქი, კიდევ აქციები არ დაიწყოს და რევოლუციამდე არ მივიდეთ–მეთქი. არჩევნების გზით, ადამიანებმა სწორი არჩევანის გაკეთება უნდა ისწავლონ, ერთ ძალაზე არ გადაირიონ, მრავალპარტიული პარლამენტი უნდა მივიღოთ.

– ქუთაისლები რას ამბობენ ხელისუფლებაზე?

– მოლოდინები მათაც დიდი ჰქონდათ და ნამდვილად ფიქრობდნენ, რომ ქალაქში ყველაფერი აგუგუნდებოდა, სამუშაო ადგილები გაჩნდებოდა, მაგრამ ახლა, ხელებატატებული იგინება მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამას ადგილობრივი თვითმმართველობები უწყობს ხელს თავისი ლენჩობით, კორუმპირებულობით, ღორობით, კომფორტის სიყვარულით. ეს მაღალი გამავლობის ჯიპები ამ ქუთაისში რად უნდათ, ვერ ვიგებ?! ყველაზე მაღალი და შედარებით გორიანი არის ე.წ. გორა და საფიჩხია. ზღვის დონიდან დაახლოებით 160 მეტრი. ნამუსი ხომ უნდა გქონდეს? როცა ამდენი პრობლემაა ქალაქში… სად იშტრიკენებს ქუთაისში ამ ჯიპით, ერთი ვანახავ.

პოპულარული

ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა - ქართველი მედიკოსების გაფრთხილება კორონავირუსთან დაკავშირებით
ბათუმში მირქმის ტაძარი გაქურდეს - წაღებულია 100 ლარი და თაფლი
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
მაიორ დვალიშვილს, რომელმაც ლევან იზორიას ძმისსკანდალური კადრები გაასაჯაროვა, ხელისუფლება ატერორებს - საგანგებო განცხადება
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
კორონოვირუსით დაავადებულთა რიცხვი 90 000-ია - უცნობი ჩინელი მედდას სენსაციური ვიდეომიმართვა მსოფლიოს
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
დაწერე კომენტარი