სად ისვენებს ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად? – “შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად, გადახედა, კანალიზაცია – არა, ეს -არა, ის-არა”

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად აბასთუმანში, სასტუმრო “აბასთუმანი რეზიდენსში” ისვენებს. როგორც ცნობილი გახდა, ივანიშვილი კურორტზე ყოფნისას იქ არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო. სასტუმრო “აბასთუმანი რეზიდენტის” ხელმძღვანელი გენადი ენდელაძის თქმით ყოფილი პრემიერ მინისტრი ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა:

“შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად. გადახედა, კანალიზაცია -არა, ეს -არა, ის-არა. ხალხს დაუძახა და თქვა, რომ დასახმარებლად ვარ ჩამოსულიო. ჩამოიარა წყლის სანაპიროები… ყველა ობიექტს ნახულობს, ვის რა დახმარება სჭირდება, მეც მკითხა. თვითონ ნახა ყველაფერი. არ ვიცოდი. აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი და აუცილებლად უნდა ვუშველოთო. გამგებელთან ერთად ყველაფერს წერენ და გეგმავენ. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ თავისი ხელი დაატყოს. ტელეფონში უთხრა ვიღაცას, სასწრაფოდ გაამზადეთ პროექტიო, მაგრამ ვის ესაუბრა, არ ვიცი”, – აცხადებს გენადი ენდელაძე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ივანიშვილმა ე.წ. არაზინდოს დასახლება და აბასთუმნის ობსერვატორიაც მოინახულა

წყარო: radiotavisupleba.ge

პოპულარული

პრემიერი აღიარებს, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობაში ვეღარ მოვა - ბახტაძე კოალიციურ მთავრობაზე ალაპარაკდა
გახარია გუნდის ხერხემალი თუ თავის ტკივილი - ბახტაძე ამბობს, რომ "ოცნებაში" სკამს არავინ გამოეკიდება
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად იქნება შესაძლებელი - ახალი ინიციატივა
"ნაზიბროლას ზნეობა არ გააჩნია"... "ამიერიდან დაგიძახებთ მაფიას"- მწვავე დაპირისპირება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე
"ვიღაცას უნდა, ძალიან გულწრფელ პროტესტს მისცეს ორგანიზებული აჯანყების ფორმა და გახარიას დანაშაული სხვებს გადააბრალოს"- ბაჩუკი ქარდავას დაკითხვა დასრულდა
ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
"გადაცემაში ტრუსი არ მეცვა, სასქესო ორგანოს ვანიავებდი და ვაქანავებდი..." - პაატა თედიაშვილის სკანდალური ისტორიები "ფარულ კონვერტში" (ვიდეო)
16 ივლისის ასტროლოგიურგი პროგნოზი
დაწერე კომენტარი