სად არის ივანიშვილი ოჯახთან ერთად და რა გამოკვლევები ჩაიტარა?

ივანიშვილები

ჟურნალ “2020NEWS”-ის ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად საჩხერეში სოფელ ჭორვილაში იმყოფება.

“ერთ კვირაზე მეტი იქნება, აქ არის, ჭორვილაში. მე არ მინახავს, მაგრამ ამბობენ, რომ აქ არის საფრანგეთიდან დაბრუნებული უტაც. მოკლედ, მთელი ოჯახი აქ არის”, – განუცხადა სააგენტოს ჭორვილაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომლის ვინაობასაც მისი თხოვნით არ ვასაჯაროვებთ.

ასევე მათივე ინფორმაციით, ივანიშვილმა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გარკვეული სამედიცინო პროცედურები ჩაიტარა.

აღნიშნული ინფორმაცია საჩხერის საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმაც დაუდასტურა, რომელმაც განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მუცლის ღრუს გამოკვლევა ჩაიტარა.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
"თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს... ეს შემზარავი სანახავია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
დაწერე კომენტარი