ნაძალადევში, ხევისუბნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის გამგეობა

ნაძალადევის რაიონში, ხევისუბნის ქუჩის ქვედა ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, გრუნტის მოხსნა და გატანა მიმდინარეობს. საფუძვლის მოწყობის შემდეგ ქუჩაზე დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქუჩის ბოლოში, რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარედ არსებული ხევის პრობლემა იყო. აღნიშნული საკითხის მოგვარება საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას წარმოადგენს და სწორედ ამ უწყების ჩართულობით გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა ადგილობრივ მცხოვრებლებთან.

როგორც ირაკლი ხელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, პრობლემის გადაჭრის პროცესში ნაძალადევის რაიონის გამგეობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აუცილებლად ჩაერთვება.

იტვირთება…

პოპულარული

9 დღის წინ, გორიდან გაუჩინარებული დები რუსთავში იპოვეს
"თქვენი შვილი მთავარი ორგანიზატორი იყო და მ.კ. ს-თან ერთად წინასწარ დაგეგმა რაც უნდა მომხდარიყო"- ზაზა სარალიძე სუბელიანს პასუხობს
17 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება
მოსკოვში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული
დაწერე კომენტარი