„ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო სხდომა გაიმართება

დღეს, 13 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში 10:00 საათზე დაიწყება და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც ჟურნალისტებს გუშინ მმართველი გუნდის წევრმა აკაკი ზოიძემ განუცხადა, უმრავლესობის სხდომაზე განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.

“რაღაც კითხვები დაისვა დღეს. მესმის ჩემი კოლეგების, კითხვებს სვამენ, იმიტომ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება თითქოს მოწოდებულია, რომ ზეწოლის ქვეშ გავაკეთეთ და ლანძღვა – გინების მეტი არაფერი ისმის, განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ. ამან გამოიწვია გარკვეული კითხვები ჩვენს კოლეგებში, რადგან ისინი თვლიან, რომ რეგიონალური წარმომადგენლობის გარეშე შესაძლოა, გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული სიტუაცია. ეს ყოველთვის იყო, ჩვენ მაშინ მივაღწიეთ კომპრომისს და დიდი იმედი მაქვს , რომ უმრავლესობის სხდომაზეც იგივეს მივაღწევთ და მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას”, – განაცხადა ზოიძემ.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი