საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს: ბიძინა კულუმბეგოვი

კულუმბეგოვი

წერტილოვანი დარტყმების მიუხედავად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები დღითიდღე მატულობს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, წინა 2 კვირასთან შედარებით, დღეის მონაცემებით არსებული მატება 571%-ია, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევაა. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემაში ისაუბრა.

კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება, რის გამოც აქცენტი მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ.

,,ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო პაციენტების სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ, მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მხრივ, აჭარის რეგიონი კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. სწორედ ამიტომ, ალერგოლოგ-იმუნოლოგი მიიჩნევს, რომ რეგიონში დღეს დაანონსებული შეზღუდვები დროული იყო.

კულუმბეგოვის განცხადებით, ბათუმში თუმცა შემთხვევები მატებასთან ერთად, შესაძლოა, როგორც მძიმე პაციენტების, ასევე გარდაცვალების რაოდენობა გაიზარდოს.

დაწერე კომენტარი