საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 600-მდე პირით დასაქმებული კომერციული ობიექტი დახურა – თანამშრომლების ნაწილს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება

საგამოძიებო სამსახურმა, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით დადგემილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, თბილისში კომერციული ობიექტი დახურა, რომელშიც 600-მდე თანამშრომელი იყო დასაქმებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისში, მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას. ამასთან, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. შესაბამი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
სამველ პეტროსიანი დააკავეს, ენზელ მკოიანი თავისუფალია - ახალქალაქში "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება
დაწერე კომენტარი