საბურთალოს რაიონის 2016 წლის შემაჯამებელი ანგარიში

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საზოგადოებას გამგეობის 2016 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. ბექა მიქაუტაძემ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც გასული წლის განმავლობაში განხორციელდა. საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 2016 წლის ბიუჯეტის შესრულებამ 18 626 533.72 ლარი შეადგინა.
გამგებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა წარმატებულ პროექტზე „მართე შენი ქალაქი, “რომელიც 2016 წელს მხოლოდ საბურთალოს რაიონში დაიწყო და ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებას და დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად.
ბექა მიქაუტაძემ ასევე ისაუბრა 2017 წლის გეგმებზე და აღნიშნა რომ წლის პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია.

cyc

2016 წლის შემაჯამებელ ანგარიშს ესწრებოდნენ: საბურთალოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ასოციაციის წევრები და სხვადასხვა რაიონის გამგებლები.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი