საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბალანჩივაძის ქუჩაზე ფერდის დამჭერი საყრდენი კედელი დაათვალიერა

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, მოადგილეებთან კახაბერ გავაშელთან, ლუკა კანკავასთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ბალანჩივაძის ქუჩის #71 მიმდებარედ ფერდის დამჭერი საყრდენი კედელი დაათვალიერა.
ბალანჩივაძის ქუჩაზე გზის საფუძველის გამოცლის საშიშროების გამო მოეწყო როგორც ფერდის დამჭერი კედელი, ასევე დამცავი მოაჯირები.
აღნიშნული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 78367,88 ლარს.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი