საბოლოო ჯამში ლარის კურსის სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ეს არ არის კარგი – ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან ლარის გაუფასურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაა საჭირო. 

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ლარის კურსი დასტაბილურდება. 

„დამატებითი ინფორმაციის მიღება დაგვჭირდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან, რის შემდეგაც შეიძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში კურსის სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარმა დოლართან მიმართებაში ვარდნის ანტირეკორდი მოხსნა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.80 ლარი ღირს. 

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი