საბერძნეთში 55 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

ბერძნული პოლიცია

საბერძნეთში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

მეზობლების ინფორმაციით, ქალი მამაკაცს სთხოვდა, არ მოეკლა.

გამოცემის ცნობითვე,  ეჭვმიტანილი პარტნიორის ბინიდან სისხლიანი ხელებით გამოვიდა.

55 წლის ემიგრანტის მკვლელობაში ბრალდებული ქართველი მამაკაცია. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი