საბერძნეთში საქართველოს მოკლულ მოქალაქეს ძალადობის კვალი აღენიშნება

29 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს, ძალადობის კვალი აღენიშნება. ქალს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. გამოძიების ვერსიით, ის გაგუდეს. პოლიციამ ყაჩაღობის ვერსია გამორიცხა.

გარდაცვლილს 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებიც ამ დროისთვის მამასთან იმყოფებიან. ბერძნული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მოკლულის ყოფილი მეუღლე უკვე დაკითხეს. ის აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით არაფერი იცის.

მეზობლების ცნობით, გასულ პარასკევს გაიგეს, როგორ ჩხუბობდნენ სახლში ქალი და მამაკაცი, თუმცა მამაკაცის ვინაობა უცნობია.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი, ქალაქ კალიეთში საკუთარი სახლის საძინებელში ნათესავმა აღმოაჩინა. მას თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

პოპულარული

"დამექცა სამყარო თავზე, ვაი,ამნაირ ჩამოსვლას და ამნაირ სიცოცხლეს ნია" - თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის დედა
"როგორ შეგეძლო ეს...ჩემს სკვინჩას ყვავილების კალათა მოპარე, გულზე ფეხი დაადგი და მე,დედას,დილით მხვდება ნაფეხური შვილის საფლავზე" - ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის გოგოს დედა
როგორ მღერის 6 წლის ნია, რომელიც თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა - ემოციური ვიდეო
ჟურნალისტების სია, რომლებმაც „რუსთავი 2“ პროტესტის ნიშნად დატოვეს
დაწერე კომენტარი