საახალწლო ვიდეორგოლში დახარჯული 115 186 ლარი

თბილისის მერია საახალწლო ვიდეორგოლის – „თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს“ გადაღება-დამზადების მომსახურებისთვის 115 186 ლარს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახეწბ “ლიბერალი” ავრცელებს:

„ლიბერალის” მიერ მერიის ღია წყაროებში მოძიებული დოკუმენტაციის თანახმად, თბილისის მერიამ შპს „ბეთერ ფლაისთან“ ხელშეკრულება 15 დეკემბერს გააფორმა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სარეკლამო ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟი 40 წამი უნდა იყოს, წამში 25 კადრით და ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ახალი 2018 წლის მილოცვის თაობაზე.

ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების გაწევის თარიღად დასახელებულია არაუგვიანეს 2017 წლის 20 დეკემბერი.

აღსანიშნავია, რომ მერიამ შპს „ბეთერ ფლაის” მომსახურება გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძინა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომსახურების გამწევ კომპანიას თავად შემსყიდველი (თბილისის მერია) ირჩევს და არ ცხადდება ტენდერი, სადაც მონაწილეობის მიღება სხვა დაინტერესებულ კომპანიებსაც შეუძლია.

შპს „ბეთერ ფლაის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელი დავით ჯაშია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, დავით ჯაშმა 2016 წელს პარტია „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

წყარო “ლიბერალი”

იტვირთება…

პოპულარული

9 დღის წინ, გორიდან გაუჩინარებული დები რუსთავში იპოვეს
"თქვენი შვილი მთავარი ორგანიზატორი იყო და მ.კ. ს-თან ერთად წინასწარ დაგეგმა რაც უნდა მომხდარიყო"- ზაზა სარალიძე სუბელიანს პასუხობს
17 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება
მოსკოვში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული
დაწერე კომენტარი