სააღდგომო არდადეგების შემცვლელი ალტერნატივა

აღდგომის დღესასწაულზე საქართველოს საჯარო სკოლები გასული წლების მსგავსად აღარ დაისვენებენ. ტერმინი სააღდგომო არდადეგებიც აღარ იარსებებს.

cyc

როგორც EDU.ARIS.GE-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს, ამის მიზეზი არდადეგების გრაფიკში საგაზაფხულო არდადეგების დამატებაა.

“როგორც იცით, განხორციელდა ცვლილება და ვინაიდან საგაზაფხულო არდადეგებიც გვექნება აღდგომის დღესასწაულზე სკოლებიც ისევე დაისვენებენ, როგორც სხვა სამსახურები: წითელ პარასკევს – 14 აპრილს და ორშაბათს – 17 აპრილს. შაბათი და კვირა კი ყველასთვის დასვენების ღეა”,– განმარტეს სამინისტროში.

შესაბამისად, დიდი ხუთშაბათი წელს სკოლებისთვის დასვენების დღე უკვე აღარ იქნება.

რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, როგორც ცნობილია, ის 8 მარტიდან 15 მარტამდე განისაზღვრა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი