სააფთიაქო ნარკომანიის საქმე – ნუგზარ ჯანჯღავას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლო

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯანჯღავა დააკავეს.

ბრალდების მხარე ჯანჯღავას აფთიაქების მფლობელებისგან უკანონოდ ფულის აღებასა და ამ თანხის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსთან გია თვალავაძესთან მიტანას ედავება. ჯანჯღავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ჩვენ საქმეში მოპოვებული გვაქვს არაერთი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნუგზარ ჯანჯღავას უხდიდნენ სწორედ ამ თანხას ყოველთვიურად იმისათვის, რომ მას გარკვეული მფარველობა განეხორციელებინა მათ აფთიაქებზე. ამის დასადასტურებლად წარმოდგენილია სასამართლოში არაერთი მტკიცებულება და  სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და სწორედ ამიტომაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნუგზარ ჯანჯღავას შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობა,“ – განაცხადა პროკურორმა

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„გადაწყვეტილება გასაჩივრდება აუცილებლად  48 საათის ვადაში. რაც შეეხება მტკიცებულებების არსებობას, ბუნებაში არ არსებობს კონკრეტული, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა იმ მოწმეების ჩვენებებისა, რომლებმაც არაერთხელ შეცვალეს ჩვენებები“- აცხადებს ლალი აფციაური

loading…

პოპულარული

„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან და "ცოცხის" დადგმული კადრები (ვიდეო)
სკანდალური კადრები - „სამართალდამცავებმა 4 ახალგაზრდა რადიატორზე მიაბეს და აწამეს“ (ვიდეო)
გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ საავადმყოფოსა და ერთ პალატაში (ფოტო)
დაწერე კომენტარი