“სააკაშვილს იმისთვის არ ვერჩოდი, რომ მერე თქვენ გაუტიფრებულიყავით” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ტვ “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი დღეს საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას აფასებს და  “ქართული ოცნების” წევრის, საკრებულოს უმრავლსობის დეპუტატის, ჯაბა ჭიშკარიანის მერე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:

“ამ წუთებში ერთი ოცნებელი ბიჭი ამბობს ტელევიზორში, წარსულში ვეღარ დაგვაბრუნებთო. ერთ დროს “უფლებადამცველო“ და ამჟამად გაქსუებულო ჯაბავ, წარსულში შენ და შენი პარტია გვაბრუნებთ ძალადობით, ერთპარტიული დიქტატით, ზღვარგადასული უტიფრობით,თქვენი ზონდერებით და სუსებით. მე არ ვიცი პირადად შენ სააკაშვილს რას ერჩოდი, მაგრამ მე იმის გამო ვერჩოდი, რასაც თქვენც პერმანენტულად აკეთებთ. იმისთვის არ ვერჩოდი, რომ მერე თქვენ ჩასუქებულიყავით და გაუტიფრებულიყავით. თქვენი დროც წავა. თან იმაზე მალე, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საკრებულოს დეპუტატის საკრებულოში არ შეშვება სრულიად ახალი სიტყვაა სამარცხვინოობის ისტორიაში”-წერს ნინო ჯანგირაშვილი.

n.jangirashvili_fti_11.10.17
თბილისის საკრებულოს შენობაში და შენობის გარეთ განვითარებული მოვლენები შეაფასა ქართული ოცნების წევრმა, საკრებულოს უმრავლსობის დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა, რომელიც აცხადებს, რომ დედაქალაქის საკრებულომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო:

“დღეს რაც მოხდა ისე მოვიქცევით ყოველთვის. საზოგადოების დაკვეთა არის სიმშვიდე, განვითარება, ქალაქის წინსვლა და ვერ შევწირავთ ზაალ უდუმაშვილის პოზიორობას და გაქაჩვის მცდელობას, ვერასოდეს თვენი ქალაქის და თბილისელების ინეტერსებს. ის, რაც აქ ხდება ამას პარლამენტის წევრები კი არ აკეთებენ, ესენი არიან ჩველებრივი ხულიგნები, ისინი ვერ აღმოვიდნენ იმ წარსულიდან, რომელიც ჩვენ 1 ოქტომბერს დავამთვარეთ 2012 წლის, ისინი არიან ჩარჩენილები” აცხადებს ჯიშკარიანი

 

loading…
loading…
გააკეთე კომენტარი!