(ვიდეო)სააკაშვილი-უგულავა შერიგდნენ – “საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი”

სააკაშვცილი უგულავა

სა­ქარ­თვე­ლოს მესამე პრე­ზი­დენ­ტი, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ლი­დე­რი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჰელ­სინკში, “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერთ ლი­დერს, გიგი უგუ­ლა­ვას შეხ­ვდა. ჰელ­სინკში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი “ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის” ყრი­ლო­ბას ეს­წრე­ბი­ან.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი ერ­თო­ბა იქ­მნე­ბა, ბევ­რად უფრო ფარ­თო, ვიდ­რე “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” და “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოა”.

 

“მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ “ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის” ყრი­ლო­ბა­ზე ვხვდე­ბით, იმი­ტომ რომ “ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ” გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” და­ახ­ლო­ე­ბა­ში, სა­ერ­თო პლატ­ფორ­მის შექ­მნა­ში.

გიგი უგუ­ლა­ვას მად­ლო­ბა ვუ­თხა­რი მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის­თვის, რაც გა­ა­კე­თეს გი­გიმ და სხვა ლი­დე­რებ­მა. ეს არის ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის ბო­ლომ­დე დამ­კვიდ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ ჰყავთ ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ტი­ვის­ტი, მათ ჰყავთ ძა­ლი­ან ბევ­რი გულ­წრფე­ლი მომ­ხრე და ყვე­ლა­ნი მივ­ხვდით, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ ვართ ერთი ოჯა­ხი, ჩვენ გვაქვს ერთი სამ­შობ­ლო, გვაქვს ერთი სა­მიზ­ნე, გვყავს ერთი მტე­რი და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გვაქვს გა­და­სარ­ჩე­ნი.

 

ახა­ლი ერ­თო­ბა იქ­მნე­ბა, ბევ­რად უფრო ფარ­თო, ვიდ­რე ეს ორი პარ­ტია და ბევ­რად უფრო ფარ­თო, ვიდ­რე ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია“, – გა­ნუ­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია “რუს­თა­ვი 2”-ს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა” და “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რებს შო­რის, საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო, ეს ვლინ­დე­ბო­და მათ გან­ცხა­დე­ბებ­ში ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. სა­ა­კაშ­ვი­ლი და უგუ­ლა­ვა ერ­თმა­ნე­თის კრი­ტი­კას არც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერი­დე­ბოდ­ნენ.

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” არ წარ­მო­მად­გენს მე! ეს ყო­ფი­ლი ჩვე­ნი ხალ­ხია (მარ­თა­ლია დაგვტო­ვეს, მაგ­რამ ბევ­რი სხვა მოგ­ვე­მა­ტა პრინ­ცი­პით “იგი წავა და სხვა მოვა, ტურ­ფა­სა სა­ბაღ­ნა­რო­სა”, მაგ­რამ საქ­მის გა­კე­თე­ბა­ზე, აბა, რა გი­თხრათ – მე მათ ბევ­რი რამ ვას­წავ­ლე, ხეზე ას­ვლის გარ­და… და ხალ­ხს რომ და­ეხ­მა­რო, ეგეც უნდა იცო­დე” – წერ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გიგი უგუ­ლა­ვაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და და­წე­რა, რომ “მათ მხო­ლოდ წარ­სუ­ლი აერ­თი­ა­ნებთ”.

 

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­გად­გენთ თქვენ. ეს მარ­თა­ლია. თუ რამე ერ­თმა­ნე­თის­გან გვის­წავ­ლია, თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ მხო­ლოდ მად­ლო­ბას გე­ტყვით. ხეზე ას­ვლა რომ გცოდ­ნო­დათ, უკვე ჩა­მოხ­ვი­დო­დით. “ტურ­ფა სა­ბაღ­ნა­რო” თქვენ მი­ა­ტო­ვეთ, ეს ფაქ­ტია და კარ­გია, რომ ეს კომ­პლექ­სი გა­წუ­ხებთ. კი­დევ დიდი ხანი შე­გა­წუ­ხებთ, რად­გან იცით, რომ ფა­ტა­ლუ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვით, როცა ბრძო­ლის ველი მი­ა­ტო­ვეთ. ჩვენ მხო­ლოდ წარ­სუ­ლი გვა­ერ­თი­ა­ნებს…

დღეს ჩვენ, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ვართ „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ იდე­ე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის საქ­მის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი და არა ის მლიქ­ვნე­ლი ოპორ­ტუ­ნის­ტე­ბი, რომ­ლი­თაც სავ­სეა დღეს თქვე­ნი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. და, წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ხათ­რით, ერთი რჩე­ვაც – და­ი­მახ­სოვ­რეთ, ვინც მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის, ის სა­მუ­და­მოდ და­კარ­გავს მას. ის­ტო­რი­ას კი გა­უ­თა­ვე­ბელ “მე, მე, მე, მე”-ს შე­მო­უ­ნა­ხავთ, რო­გორც ექ­სპო­ნატს ადა­მი­ა­ნუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი დეგ­რა­და­ცი­ის“ – მი­მარ­თა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უგუ­ლა­ვამ სა­ა­კაშ­ვილს.

loading…

პოპულარული

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება ჰააგაში - თეა წულუკიანი საკუთარ განცხადებას უარყოფს და ოპოზიციას ადანაშაულებს
რაც არ უნდა მინისტრები აგზავნოს ივანიშვილმა, სდიოს პირადობის მოწმობებს და ე.წ. ძველი ბიჭები ჩართოს კამპანიაში, ვერაფერს მიაღწევს - ბაჩუკი ქარდავა
"საქართველოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მთავრობაში მტრები გვყავს"- სანდრა რულოვსი წალენჯიხაში ამომრჩეველს შეხვდა (ვიდეო)
"ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს" - გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
"ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო" - რევაზ არველაძე
50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
"მთლიანი ყელი და ტანი გადაჭრილია ..." - ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
ცოლმა ქმარი უხარისხოდ გაკეთებული რემონტის გამო მოკლა
დაწერე კომენტარი