“სააკაშვილი მოღალატე, ყველაზე სამარცხვინო, ჩვენი ერის, ჯარის სირცხვილია”- ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და მას “სამარცხივნო, ჯარის სირცხვილი” უწოდა.

მისი თქმით, სააკაშვილი მისი გუნდის წევრებზე ჯერ ისევ ძალადობს.

“რაც მათ აქვთ გაკეთებული, ის ღალატი, ის უბედურება რაც მათ ჩაიდინეს, ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ. როგორ შეიძლება ადამიანს დააბრალო ყოველგვარი ფაქტების გარეშე, თუმრე მე რუსებს მოვაკვლევინე 6 სპეცრაზმელი, გამოდის ეს თვითონ მოღალატე სააკაშვილი, ყველაზე სამრცხვინო, ჩვენი ერის სირცხვილი, ჩვენი ჯარის, მთავარსარდლად წოდებული კარგად ვიხილეთ 2008 წელს გართხმული მიწაზე, ეს ადამიანი კიდევ გველაპარაკება ჩვენ, ვიცნ დაარბია ხალხი, დახოცა, აწამა, ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება?!” – განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაწერე კომენტარი