სააკაშვილი მერაბიშვილზე: მისი გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი

სააკაშვილი

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიციკაში, არის სწორი.

როგორც სააკაშვილმა ტვ პირველთან განაცხადა, ვანო მერაბიშვილი არ ერევა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და არც პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას გეგმავს. 

“პიროვნულად ძალიან ვაფასებ. მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი. მიმაჩნია, რომ საერთოდ უნდა მოვიდეს ახალი თაობა და საერთოდ ვანო მერაბიშვილის ხსენება სამართალდამცავ სტრუქტურებთან მიმართებაში საერთოდ გაუგებარია, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები უნდა აირჩიოს მთელმა საზოგადოებამ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

17 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ვერ ხედავს იმ გუნდში საკუთარ თავს, რომელშიც ვანო მერაბიშვილია. 3 აგვისტოს მერაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ არჩევნებში კენჭს არ იყრის და არც რომელიმე თანამდებობის დაკავებას აპირებს.

დაწერე კომენტარი