სააკაშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი და კეზერაშვილი „საერთაშორისო ძებნაში“ გამოაცხადა – საოკუპაციო რეჟიმის განცხადება

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.გენპროკურატურამ ოსი ხალხის ე.წ. გენოციდის ბრალდებით „საერთაშორისო ძებნაში“ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და დავით კეზერაშვილი გამოაცხადა.

ე.წ. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ „საქართველოს მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა „მკვლელობის“, „სამართალდამცველთა სიცოცხლის ხელწყოფისა“ და “გენოციდის” მუხლებით”.

მერაბიშვილის, ოქრუაშვილის და კეზერაშვილის გარდა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ „ძებნილთა“ რიცხვში გამოცხადებული არიან: შალვა კაჩაროვი, ალექსანდრე მილაძე, მუხარ კოპაძე, ნიკოლოზ ოქროპირიძე და სხვა.

გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არ არის, მისი „საერთაშორისო ძებნის“ არეალი, სავარაუდოდ, არაღიარებული ე.წ. რესპუბლიკების ტერიტორიით შემოიფარგლება, ასევე იმ ქვეყნებით, რომლებმაც მათი ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, ესენია: ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, რუსეთი, სირია.

loading…

პოპულარული

გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
"შალალო“ ალაპარაკდა...გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები" - ადვოკატი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
"მამაჩემს უთქვამს ჩემზე, ეგ თავის შვილებს ნახულობს კვირაში ერთხელ და სხვისას რავა მეიტაცებდაო..." - ვისში აერია პოლიციას ნიკა ქავთარაძე
"რაო, კახაბერ გავიდა ერთი წელი და ვერ გააკეთე ვერაფერი ჯერ ხომ?..."- ელისაშვილი კახა კალაძეს
დაწერე კომენტარი