“სააკაშვილი და მისი გუნდი რომ იყოს ხელისუფლებაში, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე სახლში იქნებოდა” – რუსუდან ცირეკიძე

რუსუდან ცირეკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რუსუდან ცირეკიძე სოციალურ ქსელში წერს:

ვინმე არის ჩემს მკითხველებში, ვისაც ერთხელ მაინც არ გაუფიქრია მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ახლა რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყოს ხელისუფლებაში, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე სახლში იქნებოდა ?
მთელ მსოფლიოს, ყველა ლიდერს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ხომ ააწრიალებდა და თუ არაფერი გაჭრიდა მოიტაცებდნენ მაინც და ტყვეობაში არ დაუტოვებდნენ რუსებს?

P.S. კომენტარებში ეკა წამალაშვილმა გაიხსენა და ჩავამატებ აქვე ,სტატუსში:

2009 წლის ნოემბერში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ტირძნისელი მოზარდები დააკავეს, გადაიყვანეს ცხინვალში და საპყრობილეში გამოკეტეს. გატაცებული მოზარდების გათავისუფლების საკითხებზე, პრეზიდენტი სააკაშვილი სატელეფონო საუბრებს მართავდა აშშ -ის ვიცე- პრეზიდენტ ბაიდენთან, საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთან და სხვა წამყვან პოლიტიკურ ფიგურებთან. სააკაშვილის ოპოზიცია ამითაც უკმაყოფილო იყო, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებდა: “დასავლეთისთვის მოწოდება, იგივე საუბარი სარკოზისთან თუ ბაიდენთან, ცოტა არ იყოს და უხერხულია, როდესაც 4 ბავშვის ბედის გადაწყვეტას სხვა ქვეყნების პირველ პირებს ავალებ.”

დაწერე კომენტარი