სააკაშვილი ამსტერდამის აეროპორტში შენიშნეს

უკრაინიდან პოლონეთში გაძევებული მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში ჩავიდა. ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო facebook-ზე წერს და ამსტერდამის აეროპორტში გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

„მიხო უკვე ამსტერდამშია. ჩვენს „ჯიგიტს“ მეგობარი დახვდა და სამახსოვრო სურათიც გადაუღო. მიაქციეთ ყურადღება მისი სახის გამომეტყველებას, როგორ უჭირს უკრაინასთან განშორება, ალბათ, ისე, როგორც საქართველოსთან განშორება გაუჭირდა. აბა, ყოჩაღად იყავი ამსტერდამში და არ დაგავიწყდეს, როცა უკრაინულ ტელეარხებს ჩაერთვები, ეს კმაყოფილი ღიმილი ჩამოირეცხე და მოწამეობრივ-მრისხანეგამომეტყველება მიიღე!“-წერს დეპუტატი.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა ანუ ქვეყანაში, საიდანაც ოფიციალური კიევის აზრით უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა.

 

 

 

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი