მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც სადმე უკანა კარიდან შევა – სააკაშვილი

პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მისწერა წერილი, რომელშიც კონფლიქტის დეესკალაციისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.

„მე გავაკეთე ის, რასაც აკეთებენ გამარჯვებულები, პირები, რომლებიც საკუთარ სიმართლეში არიან დარწმუნებულები. მე ვუთხარი მას – „არასწორი ბრალდებები წამიყენეს. თქვენ კარგად იცით, როგორი შეურაცხმყოფელია ჩემთვის რუსეთის აგენტობაში ბრალდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პოროშენკოსთან პირადი კონფლიქტი მას არ აქვს და არანაირი მიუღებლობა პრეზიდენტის მიმართ არ გააჩნია.

„მე მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში პრეზიდენტი მზად იქნება შეხვედრისთვის, მაგრამ მე ვუპასუხე: „არა, ასე არ გამოვა. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც სადმე უკანა კარიდან შევა“, – დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

loading…

პოპულარული

"ოეე,კალ'ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან" - მიხეილ სააკაშვილი
აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს - ჯართის შესაგროვებლად წასულ ბავშვს ოჯახი 2 დღე ეძებდა
6 წლის საბა, რომელიც დაუდგენელ ვირუსს 25 დეკემბრიდან ებრძოდა, გარდაიცვალა
ნათლისღების სასწაულები - "ეს ამბავი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ჭულევის მონასტრის მახლობლად"
დაწერე კომენტარი