სააკაშვილის საგანგებო განცხადება: პოროშენკოს დღეები დათვლილია !

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხ Newsone-ის ეთერში საგანგებოდ ჩაერთო პოლონეთიდან და მისი უკრაინიდან მისი გაძევების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მას მხრს უკრაინის დემოკრატიული ოპოზიცია უჭერს. სააკაშვილმა, იულია ტიმოშენკოსა და ანდრეი სადავოს გუშინდელი განცხადებებიც გაიხსენა.

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ მათთან კოორდინაციას აპირებს შემდგომი ქმედებებისთვის, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებიდან ამჟამინდელი პრეზიდენტის ჩამოშორებისკენ არის მიმართული.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, პოროშენკო ახლა ძალიან სუსტია. ძალაუფლების შენარჩუნებას კი იმიტომ ახერხებს, რომ ოპოზიცია სუსტია.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინაში დაბრუნებას აპირებს.

„დავბრუნდები სამართლებრივი გზით“ – აღნიშნა სააკაშვილმა.

მან ტიმოშენკოს „მშიშარა და ბარიგა“ უწოდა, რომელიც მალე ძალაუფლებას დაკარგავს და ყველა დანაშაულისთვის პასუხისგება მოუწევს,

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ამის შესახებ სპეციალურ პრესსკონფერენციაზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, საქართველის მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც 2017 წლის სექტემბერშუ პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
ზეწოლა "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" - ნატო ჩხეიძე მაღალჩინოსანთა გვარების დასახელებას აანონსებს
"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი