სააკაშვილის დეპორტაცია პროტესტის რადიკალიზაციას გამოიწვევს, არჩევნები იმაზე ახლოა, ვიდრე გგონიათ – უკრაინელი ანალიტიკოსი

მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში რეადმისია პოროშენკოს პრობლემებს არ მოაგვარებს, – მიიჩნევს უკრაინელი ანალიტიკოსი და ჟურნალისტი ვიტალი კულიკი.

“მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის დეპორტაცია ევროპაში პოროშენკოს სასურველ მშვიდობას არ მოუტანს. მიშას დეპორტაციით ისტორია არ დასრულებულა. ბანკოვაიაზე მიაჩნიათ, რომ მოიშორეს სააკაშვილი, მოაშორეს ის უკრაინის ტერიტორიას და ამით საპროტესტო მოძრაობა ჩაწყნარდება. პირიქით, რეალურად სააკაშვილის დეპორტაცია პროტესტის რადიკალიზაციას გამოიწვევს. საპროტესტო აქციების ლიდერობის ადგილის დაკავებისთვის უკვე რიგი დადგა, ხოლო ხალხში დიდი საპროტესტო მუხტია დაგროვილი, რაზეც სოციოლოგების უმრავლესობა საუბრობს. უკმაყოფილების ძალის გამოყენებით ჩახშობა კრიზისს მხოლოდ გააღრმავებს. ახლა თავის ძალას ქუჩაში, მაგალითად, იულია ტიმოშენკო და თუნდაც სემიონ სემენჩენკო მოსინჯავენ.

უახლოეს მომავალში, მარტის დასაწყისში მოსალოდნელია აქციების ახალი ტალღა, რომელსაც ალბათ «Батькивщина» ჩაუდგება სათავეში, ვადამდელი არჩევნებისა და პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით. გამოჩნდებიან ახალი ლიდერები და პოლიტიკური პროექტები. არ გამოვრიცხავ, რომ ევროოპტიმისტების რადიკალური ფრთას, «Освобождение»-სა და “РУХ НОВЫХ СИЛ”-ს “მეორე სუნთქვა გაეხსნება” “მიხომარშების” გამართვისათვის. თუ ადრე ამ აქციებს სხვა ლიდერები არ უერთებოდნენ იმის გამო, რომ მათ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, ახლა ლიდერის ნიშა თავისუფალია.

არჩევნები იმაზე ახლოა, ვიდრე გგონიათ,” – აცხადებს ჟურნალისტი.

პოპულარული

" მეზიზღებით! დამალეთ ეს ქვეყანა !"- ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან
"პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია... ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გამოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში!" - ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ დაჭრაზე
რა გელოდებათ აპრილში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგიური პროგნოზი
"ბედის ირონიაა, მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა"- ბესელია
დაწერე კომენტარი