კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი 7000 დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

მკვლელობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს, თემურ გორგაძემ, ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 3500 ამერიკული დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

პოპულარული

Tv Formula: შაქარაშვილი უგონო მდგომარეობაში მყოფი, თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს
"კაწრო" მონაწილეობდა არა მკვლელობაში, არამედ ჩაფარცხვაში და ამას 3 წყარო ადასტურებს - ნიკა გვარამია
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
2 კვირის წინ ჩადენილი დანაშაული და მძიმედ დაჭრილი 23 წლის ბიჭი - დაკავებული "ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილია
"თუ წარმოვიდგენთ, რომ მაშინ რუსული ტანკები თბილისში შევიდოდნენ, პოლიტიკური სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც დღეს არის ივანიშვილის პორობებში" - ალექსანდრე დუგინი
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
"ნახალოვკელი დაჯგუფების" მსხვერპლები ალაპარაკდნენ - შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებმა ერთი წლის წინ, ორი ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაიმეტეს
ქურდული სიმბოლიკა ბოლო ზარის მაისურზე - "ესაა არასრულწლოვანი რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა"
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი