რძალს, რომელმაც დედამთილს ფული მოჰპარა, მამა გარდაეცვალა

ედამთილისთვის ფულის მოპარვის გამო დაკავებულ რძალს, 26 წლის ნინო ჭითანავას, რომელსაც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 3-წლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, მამა გარდაეცვალა. მის საქმეზე სხდომა გუშინ გაიმართა. როგორც ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმს“ უყვება, ნინოს მამის გარდაცვალების შესახებ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს შეიტყვეს. „მამა მანამდეც ავადმყოფობდა და ეს კარგად იცოდნენ მისმა ოჯახის წევრებმა, ვისთანაც იგი 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. არაფერი ვიცით, რაში დასჭირდა გოგოს ამდენი ფული, ჩვენ ვერაფერს ვამტკიცებთ, ეს მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან. ქმარი კარგა ხანია წასულია საზღვარგარეთ და ნინო ბავშვებთან მარტო იყო და ქმრის ბებია და დედამთილი ეხმარებოდნენ შვილების გაზრდაში“,- განუცხდა მან „პრაიმტაიმს“. მისივე თქმით, ეთერ კაკულია (ქმრის ბებია) ნანობს, რომ ეთერში გამოჩნდა და სოციალურ ქსელში მისი აქცენტის გამო საქილიკო გახდა. „არავის ნახვა არ უნდა, არც სამსახურში გამოჩენილა, სადაც მუშაობს“,- დასძინა მან. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. რძალმა დედამთილს 7000 ლარამდე თანხა მოჰპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. რძალი სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ამოღებული თანხა დაზარალებულს სრულად დაუბრუნდა.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი