რუსული ფული და რუსეთის პროპაგანდა საქართველოში

კრემლი

კრემლთან დაახლოვებული ქართველი, რომელიც საქართველოში რუსეთის პროპაგანდას და დაფინანსებას ხელმძღვანელობს – ალექსანდრე ჭაჭიას სახელს გაზეთი “პრაიმ ტაიმი” ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ასახელებს. მამის საქმიანობის და ინტერესების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს მისი შვილი, სანდრო ჭაჭიაც.

შავი ჩაი ასკილით

მოსკოვში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგის შვილი ამტკიცებს, რომ რუსეთის ინტერესების გამტარებელი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები საქართველოში რუსი დიპლომატების მიერ ფინანსდება. ჭაჭიას ინფორმაციით, ვიზების სანაცვლოდ თბილისში აკრედიტებული რუსი დიპლომატები დიდი ოდენობით ქრთამს იღებენ. ადგილობრივი წყაროებიდან და მოსკოვიდან გადმორიცხული სოლიდური თანხებით კი პრორუსული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ფინანსდება.

“პრაიმ ტაიმის” გამოძიებაში ის ორგანიზაციებიც არის მითითებული, რომლებიც რუსულ პროპაგანდაში არიან ჩართული, ევრაზიის ფონდის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე და საქინფორმის რედაქტორი არნო ხიდირბეგაშვილი. რუსულ დაზვერვასთან კავშირს ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ, თუმცა რუსეთის მიმართ თავის სიმპათიას ღიად გამოხატავენ.

მედია მკვლევარები და რუსული პროპაგანდის მოწინააღმდეგეები მთავარ პრობლემად ხელისუფლების პასიურ პოლიტიკას ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ რუსული ფულის შემოდინება თავისუფლად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხდება და ხშირ შემთხვევაში ეს თანხა კულტურის სფეროში, მედიასა და პოლიტიკაშიც ხვდება.

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი