რუსული პარადოქსები ნაწილი მეორე – ,,რაზე უნდა მოიხადოს ბოდიში საქართველომ”

სტატის პირველ ნაწილში, რომელიც  გამოაქვეყნა interpn.cf საუბარი იყო საქართველოსთვის უახლოეს და უმძიმეს წარსულზე,აფხაზეთის ომში დაღუპულ 3150 მშვიდობიან ქართველზე,ლტოლვილებზე,აფხაზეთის და ოსეთის დაკარგვაზე რუსეთის უმოქმედობაზე. პარადოქსების თემა სტატიის მეორე ნაწილსაც გასდევს. აქ კარგად ჩანს რას ელოდება სინამდვილეში რუსეთი საქართვლოსგან,რა შემთხვევაში შეიძლება დაწყოს აფხაზეთში ქართველების დაბრუნებასთან დაკავშირებული თემების განხილვა, რაზე უნდა  მოიხადოს ბოდიში საქართველომ და როგორ უნდა აღადგინოს „კრიტიკულ კონტექსტშიც ჩაუხშობელი რუსულ-ქართული სიყვარული“

რუსული პარადოქსების მეორე  ნაწილი——როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა

შავი ჩაი ასკილით

“მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლტოლვილების თემა კვალვ უკან ბრუნდება , მან წამოიწყო აგრესიული აჟიოტაჟი „რუსული ოკუპაციის“ წინააღმდეგ.ხშირად იქმნებოდა ისეთი განცდა,თითქოს სააკაშვილი მზად იყო ესაუბრა ლტოლვილებზე მხოლოდ კონვენტის მონოპოლიის პროპაგანდის კონტექსტში.ჰუმანიტარული პრობლემის გადაჭრის ნაცვლად,დაიწყო ქართულ-რუსული კონფლიქტი,რომელმაც გამოიწვია 2008 წლის საომარი მოქმედებები და საბოლოოდ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა. ამ პერიოდში ისლამისტური და ანტირუსული განწყობები აფხაზეთში იზრდებოდა.რამდენიმე წლის წინ „იგილის“ კვალიც აღმოაჩინეს(ორგანიზაცია,რომლის საქმიანობაც აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში). პარადოქსულია,რომ ლტოლვილების დაბრუნება რეგიონში ხდება რუსეთის ინტერესების შესაბამისად.იმ პირობით,რომ საქართველოს მთავრობა მზად იქნება რუსეთთან კეთილ ურთიერთობებს დაუბრუნდეს. დღეს აფხაზეთის ქართველი ლტოლვილები დიდწილად ეკუთვნიან რუსული სამყაროს ხალხს,მათ შეუძლიათ დააბალანსონ ზემოთ აღნიშნული უარყოფითი ტენდენციები მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებით.”-ასე გრძელდება რუსულ საიტებზე გამოქვეყნებული სტატია,შემდეგ კი სტატიიის ავტორი დასკვნას აკეთებს:

“ამრიგად ორმაგი პარადოქსის წინაშე ვდგავართ.  იმ შემთხვევაში თუ საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას,შესაძლოა რუსეთი დაინტერესებული იყოს ქართველი ლტოლვილების უკან დაბრუნებით  და მოსკოვთან ურთიერთობის დათბობით. პარადოქსულია  ისიც,რომ სააკაშვლის „ნაციონალური“ პოლიტიკის მსხვერპლი ის ქართველები გახდნენ,ვისთვისაც ის იმედს წარმოადგენდა.ფაქტია,რომ ხალხს არ შეუიძლია თავიანთი წინაპრების საფლავების მონახულება,მშობლიური სახლების ნახვა.

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ არჩევნების შედეგებს საქართველოში, იმ იმედით,რომ გაძლიერდეს ის, ვინც იხელმძღვანელებს საქართველოს და თავად ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. მაშინ „ოკუპაციის“ ბრალდების ნაცვლად,2008 წელს რუსულ სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ საქართველო  ოფიციალურ ბოდიშს მოიხდის.ქართველების აფხაზეთში ვიზიტის არსებითი განხილვა და მსურველების დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამის შემდეგ. და იმ კარგი ტრადიციების დაბრუნების,რაც რუსულ-ქართული სიყვარულის ჩახშობის საშუალებას არ იძლეოდა,ყველაზე კრიტიკულ კონტექსტშიც კი.”-მზგავსს ინფორმაციას ავრცელებს რუსული ინტერნეტ მედია.

თარგმნა: სალომე ჩიკვილაძემ

loading…
იტვირთება…

პოპულარული

თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ტაქსმა შავი ზღვის ნაცვლად თბილისის ზღვაზე დატოვა და 200 დოლარი გამოსძალა
„რა გაცინებს, ვერ გავიგე, გესვრი ახლა ამას!“ - გურანდა გაბუნია ნანიკო ხაზარაძეს პირდაპირ ეთერში ემუქრება (ვიდეო)
საშინელი კადრები - ავტობუსმა სკოლის მოსწავლეები გაჭყლიტა
"კალანდია სარალიძეს აკავებდა, რა დროსაც მას დანას ურტყამდნენ - ეს თანამონაწილეობა არაა?"
დაწერე კომენტარი