რუსულად მოსაუბრე უცხოელებმა საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლეს – კინოს მოედანზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

საპატრულო პოლიცია

კინოს მოედანზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, ირკვევა, რომ უცხოელებმა, რომლებიც რუსულად საუბრობდნენ , საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლეს. შეგახსენებთ, კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბი გუშინ, გამთენიისას, დაახლოებით, 6 საათზე მოხდა. ჩხუბში 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა. რუსულად მოსაბრე ადამიანების მიერ მიყენებული ტრავმვების შედეგად, მოქალაქე ს.მ ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

loading...

პოპულარული

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" სპეციალური განცხადება
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე და რატომ ჩამოვიდა იგი საქართველოში
ჩოგბურთელს ყოფილ მეუღლესთან, ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც შარლოტა საქართველოში ჩამოვიდა - რას აცხადებს ბასილაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი
"ქმარს თვეში 100 000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის... მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად?" - თამარ ივერი ბასილაშვილის მეუღლის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს
დაწერე კომენტარი