რუსი სპეციალისტების დაშვება ლუგარის ლაბორატორიაში – მორიგ მიმართვას გრიგორი კარასინი ავრცელებს

კარასინი

ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების დაშვებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ გრიგორი კარასინი ითხოვს.

საქართველოსთან მოლაპარაკების საკითხებში კრემლის წარმომადგენლის თქმით, ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით კრემლი ქართული მხარისგან თანხმობას 2019 წლიდან  ელოდება.

სახელმწიფოებს შორის ყოველთვის არსებობს ოფიციალური მიმოწერა ვერბალური ნოტის, გზავნილის ან მიმართვის ფორმით, რომლებიც ფორმულირებულია ოფიციალურ ქაღალდებში და ერთი მხრიდან მეორეს გადაეცემა იმის იმედით, რომ გარკვეული რეაქცია იქნება. ჯერჯერობით, ასეთი რეაქცია ჩვენ გზავნილზე ამ დრომდე არ მიგვიღია. ჩვენ განვაგრძობთ ამ თემის განხილვას და ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე გაგებით მოეკიდება მეზობლების, მათ შორის რუსეთის შეშფოთებას, – განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუგარის ლაბორატორიაში შესვლა მოითხოვა. უწყების ინფორმაციით, „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს.

პოპულარული

"ორშაბათ დილას ნინო გიორგობიანი არ იქნება მოხსნილი და რეალურ მიზეზს დავწერ რატომ ვერ ელევა მინისტრი!" - ელისო კილაძე
"ასე დაიწყო ეს ტრაგედია!!!" - როგორ მოხვდა შაქარაშვილი საგურამოში, დაბადების დღეზე
გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში - ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში
ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად დავით შენგელიას შვილი დააკავეს
დაწერე კომენტარი