რუსი ოკუპანტები უკვე ატოცში გამოჩნდნენ

ატოცი

რუსი ოკუპანტები ქარელის რაიონის სოფელ ატოცში გამოჩნდნენ და ბიორდერიზაციის განახლებას გეგმავენ, – ამის შესახებ ანტიოკუპაციური მოძროაბის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა იტყობინება და ფეისბუქზე ლაივ რეპორტაჟს ავრცელებს.

დავით ქაცარავას თქმით, ატოცში, სადაც დაწყებული უკანონო ბორდერიზაცია დაახლოებით ერთი წელია, სამოქალაქო აქტივიზმის შედეგად შეჩერდა, ოკუპანტებმა საინჟინრო ტექნიკა მოიყვანეს, მოიტანეს დასამონტაჟებელი ღობეები და სამუშაოების დაწყებას გეგმავენ. ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის მისიის წარმნომადგენლები და შსს-ს დანაყოფები.

ასევე ატოცშია ანტიოკუპაციური მოძრაობის შვიდკაციანი საპატრულო ჯგუფი, თუმცა, პოლიცია მათ ღობეებთან ახლოს არ უშვებს. დავით ქაცარავა მოქალაქეებს აქტიურობისკენ და ატოცში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

პოპულარული

გია სურამელაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება - მომღერალი სცენას ტოვებს
„რაც მოხდა ვხვდები, მაგრამ მინდა ბოლომდე მასე არ იყოს“ – სკანდალური აუდიო ჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის საქმიდან
შაქარაშვილის საქმის სკანდალური გაგრძელება: პროკურატურამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა - ადვოკატი
სასიხარულო ინფორმაცია - ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა
დაწერე კომენტარი