რუსის დასმული მსახურები ხართ დღეს ხელისუფლებაში ყველა – ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოს სხდომაზე

ფოთის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო – ,,ნაციონალური მოძრაობის”” წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსახულებიანი პლაკატით მივიდა. ოპოზიციონერი წევრი მოითხოვდა 20 ივნისის სისხლიან ღამეზე მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.

მისი თქმით, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო. ცხვიტარიას განცხადებამ საკრებულოს უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ხმაური მოჰყვა.

საკრებულოს წევრთა ნაწილმა მოითხოვა ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომა დაეტოვებინა. მთელი სხდომის განმავლობაში დარეჯან ცხვიტარია პლაკატებით ხელში ფეხზე იდგა და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდა. მას დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

პოპულარული

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
სირია: მამა თურქული ავიაციის მორიგი დაბომბვისას დაღუპულ შვილს დასტირის
17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი