“რუსთავი2″-ზე მყოფი ადამიანების სახეები კატასტროფაა ჩემთვის…თომა ჩაგელიშვილი რომ იქ ზის, ნამდვილად გაოგნებული ვარ”

“მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია “სარკესთან”ამბობს, რომ ახალ არხზე უფრო კარგად გრძნობს თავს ვიდრე რუსთავი 2 – ზე.

გვარამია ამბობს, რომ მალე ბადე მთლიანად შეივსება საინტერესო გადაცემებით.

ნიკა გვარამია გავრცელებს “ნიუსებს” მაია ასათიანთან დაკავშირებით პასუხობს და აცხადებ, რომ მას მაიაზე ცუდი არაფერი უთქვამ.

მე მაიაზე ცუდი არაფერრი მითქვამ. მაია ძალიან ძლიერი ტელევიზიონშიკია. თუმცა ვფიქრობ, რომ ყვითელ გადაცემებს პერსპექტივა აღარ აქვს. ამიტომ ჯობია სხვა რამ აკეთოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს არხზე ასე არ იქნებოდა და როგორც ხედავთ ნანუკაც გადაფორმატდა. ვფიქრიბ, ამ ჟანრმა ამოწურა თავის თავი. მაიას გადაწყვეტილება იყო, რომ იმ არხზე დარჩა.

თუ მის გადაცემაზე უარი უთხარით აბა რა ექნა??

მაია ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტია, კარგი და ძლიერი ადამიანი და ათასი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მან მიიღო გბადაწყვეტილება, რომ ისევ პროფილი აკეთოს რუსთავი2-ზე. დანარჩენი აღარაა ჩემი საქმე.

ნია გვარამია ამბობს, რომ ნაწყენი არავისზეა, თუმცა, ფორმულაზე წავიდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც უნდოდა, რომ მასთან ყოფილიყო.

“ნაწყენი არავისზე ვარ. “ფორმულაზე” არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მინდოდა, რომ ჩემთან ყოფილიყვნენ. ასეთი არჩევანი გააკეთეს და მათ არჩევანს პატივს ვცემ. არც სხვებზე ვარ ნაწყენი, ნაწყენი კი არა გაოგნებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის არხზე დარჩნენ.

“რუსთავი2″ პირველად თავის ისტორიაში არის რუსული გავლენის არხი. ეს კი კატასტროფაა და იქ მჯდომი ადამიანებიც კატასტროფაა ჩემთვის. ამიტომ გაოგნებული ვუყურებ ყველას, თორემ ნაწყენი ვარ ხოლმე ჩემს შვილზე. თომა ჩაგელიშვილი რომ იქ ზის, ნამდვილად გაოგნებული ვარ”

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი