“რუსთავი 2“-დან მხოლოდ ლოგო დარჩება – ილო ბეროშვილი

ნიკა გვარამიას გადაყენების შემთხვევაში “რუსთავი 2“-დან მხოლოდ ლოგო დარჩება, ამის შესახებ ტელეწამყვანმა ილო ბერიშვილმა განაცხადა.

“ჩვენი ტელევიზიის ფასეულობების და დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის არხის გენერალური დირექტორი. თუ აქამდე ჩვენ გვიცავდა სტრასბურგის დროებითი ღონისძიება, რომელიც თავად სტრასბურგმა გააუქმა, ამიტომა ახლა მთავარი დარტყმა მოდის ნიკა გვარამიაზე. ქიბარ ხალვაშის განცხადებიდნ გამომდინარე, მისი პირველი ნაბიჯი გენერალური დირექტორის მოხსნა იქნება, რომელიც მთლიანად შეცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას. რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ეს გამოიწვევს ამ სახით არსებული „რუსთვი 2“ ის გაქრობას. თუ ეს მოხდება, „რუსთავი 2“-გან დარჩება მხოლოდ ლოგო, რომელიც ქართულ სასამართლოს თუ დავუჯერებთ ქიბარ ხალვაშის შექმნილია”, – აცხადებს ბეროშვილი.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანიის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

პოპულარული

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი