„რუსთავი 2″-დან მარინა ბერიძეც წავიდა

მარინა ბერიძე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მარინა ბერიძემაც დატოვა. ის გადაცემა მასტერკლასის მუსიკალური პროდიუსერი და ჟიურის წევრი, მხოლოდ ქართულის ჟიურის წევრი და სხვა შუადღეში მუსიკალური რუბრიკის ხელმძღვანელი იყო. მანამდე ის ამავე ტელევიზიაში სხვა გადაცემებსაც ხელმძღვანელობდა.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა 20 აგვისტოს პაატა სალიას ბრიფინგი, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.

მელაძის გარდა გათავისუფლდნენ არხის წამყვანი სახეები.

იმავე საღამოს, არხის მთავარმა ტელეწამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა რუსთავი2 პირდაპირ ეთერში დატოვეს. აგრეთვე არხი დატოვა p.s -ის გუნდმა და  შაბათის შუადღის წამყვანებმა.

ნიკა გვარამია „რუსთავი2“-დან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ახალ არხზე ელოდება.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი