რუსეთ-უკრაინის ომი 2042 წლამდე გაგრძელდება, თუმცა განსხვავებულად წარიმართება – არესტოვიჩი

არესტოვიჩი

cyc

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა ორი ათეული წელი გაგრძელდეს – ამის შესახებ არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუს დროს განაცხადა. ინტერვიუს ნაწილს უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც არესტოვიჩი ამბობს, ხანგრძლივი ომი სხვა ფორმით გაგრძელდება, საბრძოლო მოქმედებები კი მისი ვარაუდით, ნაკლები იქნება.

“ომი მნიშვნელობით, ცივილიზებული, ეს აუცილებლად საომარ შეტაკებებს არ ნიშნავს. ომი შესაძლოა 42-წლამდეც გახანგრძლივდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს რა ფორმით გაგრძელდება ის. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ უკრაინა ამასთან ბრძოლის აქტიურ მექანიზმებს სთავაზობს,” – ამბობს არესტოვიჩი.

ამასთან, არესტოვიჩმა გაიხსენა მის მიერ მანამდე გაკეთებული პროგნოზები, სადაც ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 2035 წლამდე გაგრძელდება. ის აცხადებდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარული სამხედრო შეტაკებები “გარანტირებულია”.

რეკლამა

დაწერე კომენტარი