რუსეთში ბიჭმა შეყვარებულის ტვინი შეჭამა

რუსეთში, ნოვგოროდის ოლქში 21 წლის დიმიტრი ლუჩინმა 45 წლის შეყვარებული, ოლგა ბუდუნოვა მოკლა. ბიჭი კანიბალიზმის იდეით იყო შეპყრობილი და გამოძიების ინფორმაციით, ინტერნეტში კანიბალების, რიტუალებისა და სერიული მკვლელების შესახებ ბევრს კითხულობდა. ამის შესახებ Dailymail-ი წერს.

ბიჭმა ქალი საკუთარ სახლში, ღვინის ბოთლის თავში 25-ჯერ ჩარტყმით მოკლა და მისი სხეული ხორცის საკეპი დანით დაანაწევრა.

მან აღიარა, რომ შეწვა მისი ტვინი, შეჭამა და დალია მისი სისხლი.

ქალის მეზობელმა, 21 წლის მოწმემ, ალექსანდრა დედოვამ თქვა, რომ ბიჭი მკვლელობის შემდეგ ეშმაკს უხმობდა.

თავად ლუჩინმა სასამართლოზე თქვა, რომ ეს მკვლელობა მისთვის ინსპირაციაა და აუცილებლად დაწერს მასზე პოემას.

მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

“იმედინიუსი”

პოპულარული

"ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს...ის ექიმი ნომერ მეორეა ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ვის და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის" - ნინო მჭედლიშვილი
"ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა" - 9 წლის დაჩის წერილი გიორგი გახარიას
"ვაიმე, ეს რა ვნახე" - რა ხდება თბილისში არსებულ ერთ-ერთ პრესტიჟულ საწარმოში(ვიდეო)
"არავის საქმე არ არის მე რა გავაკეთე, როგორც სწორად ჩავთვალე ისე მოვიქეცი" – რას პასუხობს საზოგადოების კრიტიკას მარიკო ლეჟავა, რომელიც ევროვიზიის ქართული ჟიურის წევრი იყო
დაწერე კომენტარი