რუსეთს, ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ სქართველოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი აქვს – ლავროვი

სერგეი ლავროვის განცხადება

რუსეთი სქართველოსთან კარგი ურთიერთობების დამყარებისა და სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს. ამის შესახემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენ ვუსურვებთ ზურაბიშვილს გახდეს ყველა ქართველის პრეზიდენტი და აკეთოს ის რაც მთელი მოსახლეობისათვის იქნება კარგი. რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას, ჩვენ თბილისთან კარგი ურთიერთობის დამყარების სურვილი გვაქვს. უკანასკნელ წლებში ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც ორმხრივი მუდმივი ავიამიმოსვლის ამოქმედებასა და ტვირთბრუნვის გაზრდაშიც გამოიხატება, იზრდება ტურისტული ნაკადიც და როგორც ვიცი, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორიცაა. ჩვენ გვსურს ახალი გზები ვეძებოთ კონსტრუქციული ურთიერთობისთვის,” – განაცხადა ლავროვმა მილანში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის კულუარებში.

ნიუპოსტი

პოპულარული

"ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს...ის ექიმი ნომერ მეორეა ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ვის და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის" - ნინო მჭედლიშვილი
"ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა" - 9 წლის დაჩის წერილი გიორგი გახარიას
"ვაიმე, ეს რა ვნახე" - რა ხდება თბილისში არსებულ ერთ-ერთ პრესტიჟულ საწარმოში(ვიდეო)
"არავის საქმე არ არის მე რა გავაკეთე, როგორც სწორად ჩავთვალე ისე მოვიქეცი" – რას პასუხობს საზოგადოების კრიტიკას მარიკო ლეჟავა, რომელიც ევროვიზიის ქართული ჟიურის წევრი იყო
დაწერე კომენტარი