“რუსეთს აფხაზები არ აინტერესებს, საქართველოს შემადგენლობაში უნდა დაბრუდნენ” – რუსი ბლოგერი

აფხაზეთი

ცნობილმა ბლოგერმა და მოგზაურმა არტურ პოპადოს შიგაპოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში იმოგზაურა და ამის შესახებ ბლოგიც დაწერა, სახელწოდებით “ნამდვილი ქვეყანა 404” (“შეუმდგარი სახელმწიფო”).

მოგზაური აფხაზეთში სოხუმის დაცემის 25 წლისთავზე იყო ჩასული, ამ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს უწოდებენ და ზეიმობენ. არტურ პოპადოს შიგაპოვის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, სახელმწიფოს ასაშენებლად საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდათ.

ბლოგერის თქმით, აფხაზები “განწირულები არიან, მათ ან რუსეთი შთანთქავს ან საქართველო”. ავტორი დასძენს, რომ ასეთი მოსაზრება ყველა ნორმალურ ადამიანს გაუჩნდება, ვინც “შავიზღვისპირეთში მდებარე კვაზისახელმწიფოში იმოგზაურებს, რომელსაც ფაქტობრივად არავინ აღიარებს”

“ჩემი აზრით, მათ უნდა დაივიწყონ წარსული დავა და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუდნენ”, რადგან რუსეთს ისინი არ აინტერესებს. ავტორის თქმით, აფხაზეთში ინვესტიციები არ ჩაიდება, საქართველოსთან ერთად კი ოკუპირებულ რეგიონს შესაძლებლობა აქვს გაიმეოროს “ქართული სასწაული” და აღადგინოს კანონის ძალა და ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწოროს.

რეზონანსი

loading…

პოპულარული

სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან და "ცოცხის" დადგმული კადრები (ვიდეო)
სკანდალური კადრები - „სამართალდამცავებმა 4 ახალგაზრდა რადიატორზე მიაბეს და აწამეს“ (ვიდეო)
შეიწყალეთ მამა გიორგი, თქვენო უწმინდესობავ! იგი მკვლელი არ არის... ჯვარზე გაკრულ ქრისტეს მიუგდეთ ყური - ნესტან კირთაძის მიმართვა პატრიარქს
"ერთი პატარა ოთახი აქვს, მშივრებს უფასოდ აჭმევს.... მოხუცი დაინახეს და ეს რა ხალხს უშვებთ კაფეში, სულ აღარ მოვალთო..."
დაწერე კომენტარი