რუსეთსა და აშშ-ს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდეს, ამას კი იმ პრობლემას უკავშირებენ, რომელიც „აეროფლოტის“ თანამშრომლებს ამერიკის ვიზების მიღებასთან დაკავშირებით ექმნებათ. ინფორმაციას ამის შესახებ “ბიბისის” რუსული რედაქცია ავრცელებს

განცხადება, რომელიც უწყების ვებგვერდზე ხუთშაბათს გამოქვეყნდა ეხებოდა იმ სიძნელეებს, რომელიც რუსებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების მიღებისას ექმნებათ. მასში ნათქვამია, რომ ვიზის მისაღებად გასაუბრებაზე დაბარების ვადა ცოტა ხნის წინ 250 დღემდე გაიზარდა.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ „ შეუძლებელია იმის გამორიცხვა, რომ აშშ და რუსეთი ავიამიმოსვლის გარეშე დარჩნენ“ რადგან ეკიპაჟის წევრებს ამერიკული ვიზების მიღებისას სირთულეები ექმნებათ.

ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლას მხოლოდ ავიაკომპანია „აეროფლოტი“ ახორციელებს. ადრე ავიამიმოსვლას ახორციელებდა ამერიკული კომოანია დელტაც, თუმცა მან რეისები ამ წლის დასაწყისში შეწყვიტა.

პოპულარული

"დღეს, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
რა უნდა ვიცოდეთ საპოლიციო რეიდის დროს - რეკომენდაციები
სროლა და ყაჩაღობა ვარკეთილში - ბანკის დაყაჩაღების კადრები (ვიდეო)
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი