რუსეთმა უარი თქვა დაეშვა სადამკვირვებლო ფრენები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან – მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენები  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, რითაც ცდილობდა, ყალბი პრეტენზია განეცხადებინა, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც „ღია ცის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლის გადაწყვეტილებას ეხება.

პომპეოს განცხადებით, დღეს აშშ „ღია ცის შეთანხმების“ ყველა მონაწილეს შეატყობინებს, რომ ტოვებს შეთანხმებას. თუმცა მისივე თქმით, გადაწყვეტილება გადაიხედება, თუ შეთანხმების პირობებს რუსეთი სრულად შეასრულებს.

loading...
დაწერე კომენტარი