“რუსეთი ყირიმის საკითხის განხილვას არავისთან აპირებს” – კრემლის პასუხი აშშ-ს

შშ-ის პრეზიდენტის პრესმდივნის, შონ სპაისერის განცხადებასიმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი რუსეთისგან უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებას მოელის, კრემლში გამოეხმაურნენ.
ვალდიმირ პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ყირიმის საკითხის განხილვას არავისთან აპირებს.

cyc

„ ამ თემის განხილვას ადგილი არ ექნება, ვინაიდან შეუძლებელია ამ თემის განხილვა. რუსეთი არ განიხილავს თავის ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს უცხოელ პარტნიორებთან“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრის დროსაც არ განხილულა.

როგორც პესკოვმა განაცხადა, კრემლში იმედოვნენ, რომ ყირიმთან დაკავშირებით მათი პოზიციის დაფიქსირება პრეზიდენტ ტრამპმთან შესაძელებლი იქნება.

„იმედი გვაქს, რომ კონტაქტები მაინც შედგება და გვექნება შესალებლობა, საქმიანად, ეფექტურად და კოსნტრუქციულად მივიტანოთ ამერიკელ პარტნიორებამდე ჩვები არგუმენტები“ – განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრესმდივნმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ტრამპმა ნათლად დააფიქსირა ის პოზიცია, რომ ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებას და აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციას მოელის.

რეკლამა

დაწერე კომენტარი