რუსეთი საქართველოსთან შეწყვეტილ ავიამიმოსვლას არ აღადგენს სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში

ვლადიმერ პუტინი

რუსეთი საქართველოსთან შეწყვეტილ ავიამიმოსვლას არ აღადგენს სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად,მოსკოვის თხოვნა უზრუნველყოს რუსი მოგზაურების უსაფრთხოება,იგნორირებულია.„იზვესტიას“ წყარო აცხადებს, რომ რუსეთმა ავიამიმოსვლის განახლების პირობები დაასახელა – რუსოფობიური პოლიტიკის და რიტორიკის შეწყვეტა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამ საკითხში წინსვლა არ შეინიშნება.

რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, იური ბარზიკინის თქმით, რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი 70%-ით შემცირდა, თუმცა, საბოლოო მონაცემები წლის ბოლოსთვის ექნებათ.

ბარზიკინის ინფორმაციით, რუსეთის თითქმის ყველა მოქალაქემ, ვინც პირდაპირი ავიარეისებით სარგებლობდა, საქართველოში ჩასვლა შეწყვიტა და აღარც კომპლექსური ტურები იყიდება, თვითორგანიზებული ტურისტები კი საქართველოში ჩადიან სახმელეთო გზით, ან მესამე ქვეყნების გავლით.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

საპროტესტო აქციების გამო, ასამბლეამ მუშაობა ვადაზე ადრე შეწყვიტა, გავრილოვი და დუმის სხვა დეპუტატები კი იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ.

პოპულარული

"მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძეს პასუხობს
"წადით ახლა და ნიკა გვარამიას მოწ..ვეთ"- ოცნების დეპუტატს შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
22 აგვისტოს ასტროლოგიური პრონოგიზი
"რუსთავი 2" ოკუპირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ" - ტელეკომპანია კურიერის თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი