რუსეთი მოლდოვას ოკუპაციისთვის ემზადება – არესტოვიჩი კრემლს აფრთხილებს

არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელი პირები მოლდოვის ოკუპაციას აქტიურად განიხილავენ. 

cyc

“რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლდოვას ოკუპაცია აუცილებელია. გასულ დღე-ღამეში სამხედრო პოლიტიკური ვითარება უკრაინის ირგვლივ შეიცვალა და მთავარი ცვლილება სწორედ დნესტრისპირეთის არაღიარებულ ტერიტორიაზე ტერორისტული გააქტიურებაა. ჩვენ სამხრეთით რეგიონზე ფრთოსანი რაკეტებით შეტევები დასტურია იმისა, რომ რუსეთს აქვს გეგმა, გახსნას კიდევ ერთი მიმართულება. ჩვენ კონტაქტზე ვართ მეზობლებთან და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ.

რუსეთის ხელმძღვანელობას კი მინდა გადავცე, რომ კიდევ ერთი სამხედრო ფრონტის გახსნა აქ თქვენს სამხედრო მარცხს, მსოფლიოში კი პოლიტიკურ მარცხს დააჩქარებს. სწორედ ამას მოწმობს რამშტეინის ბაზაზე მსოფლიოს 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეკრება, რომელშიც მონაწილეობას უკრაინის თავდაცვის მინისტრიც. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა კი, რომელიც შეხვედრას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ გადაატრიალებს ცას და მიწას და უკრაინას იარაღს მიაწვდის”, – ამბობს არესტოვიჩი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი