რუსეთი ევროკავშირს ემუქრება

ევროკავშირი

რუსეთი ახალი სანქციების გამო ევროკავშირს საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება.

სერგეი ლავროვის უწყებაში შეზღუდვების მიზეზებს “მოგონილი” და “უსაფუძვლო” უწოდეს.

ახალი სანქციები მოსკოვს ევროკავშირმა, ოფიციალური ბერლინის ინიციატივით, ანექსირებულ ყირიმში კომპანია სიმენსის ტურბინების ჩატანის გამო დაუწესა.

გაფართოებულ შავ სიაში მოხვდნენ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ასევე უწყების კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი და სამი კომპანია.

სიმენსის ტურბინები ყირიმში რუსეთის ხელისუფლებამ ივლისის დასაწყისში ჩაიტანა. გერმანული კომპანიის განმარტებით, ეს რუსულ მხარესთან გაფორმებული შეთანხმების დარღვევისა და სანქციების გვერდის ავლით მოხდა.

loading...

პოპულარული

როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
დაწერე კომენტარი