რუსეთი დიდ ბრიტანეთს გრიგორი რასპუტინის მკვლელობაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიტანეთის სპეცსამსახურები გრიგორი რასპუტინის მკვლელობაში დაადანაშაულა, ბრიფინგზე გამოსვლის დროს მან განაცხადა, რომ ასეთი დასკვნის გამოტანა შესაძლებელია, სკოტლენდ-იარდის ყოფილი აგენტის რიჩარდ კალენის წიგნების წაკითხვის შემდეგ, რომელშიც წარმოდგენილია ბრიტანული დაზვერვის არქივის დოკუმენტები. ამასთანავე ზახაროვას თქმით, ლონდონი გარეულია იმპერატორ პავლე I-ის და კონგოს პრემიერ-მინისტრის პატრის ლულუმბას მკვლელობაშიც. ზახაროვამ ბრიტანეთს „გენოციდში მსოფლიო რეკორდსმენი“ უწოდა. მისი შეფასებით ბრიტანელებმა კოლონიზაციის დროს ავსტრალიელი აბორიგენების 95% გაანადგურეს.

ზახაროვამ აღიშნა, რომ ეს განცხადება ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან წამოსული ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც რუსეთის მხრიდან საზღვარგარეთის ქვეყნებში მკვლელობების შეკვეთას უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში. მათი თქმით სკრიპალები მოწამლეს ნერვო-პარალიტური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ , რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე აწარმოებენ. რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს. აღნიშნული ფაქტის გამო, დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა, ბრიტანეთს მხარდაჭერას უცხადებენ აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და მათი მოკავშირეები, მათ შორის საქართველოც. სოლიდარობის ნიშნად დიპლომატები ამ ქვეყნებმაც გააძევეს.

loading…

პოპულარული

ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
პირადობის მოწმობებს დღეიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ გასცემენ
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
დაწერე კომენტარი