“რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი“ – სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი

„რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი“ – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილმა განაცხადა. ელენ კარენ დ”ანკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთი არავის მტერი არ არის, მათ შორის არც საქართველოსი.

განცხადება ელენ საქართველოს პრეზიდენტის ბიძაშვილმა ტელეკომპანია „რასიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ტელეარხმა ფრანგული აკადემიის მუდმივ მდივანთან ინტერვიუ მის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაწერა, რა დროსაც წამყვანმა მას საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე შეკითხვა დაუსვა.

„თქვენ იცით, რომ ყველა ოჯახში არიან განსხვავებული ადამიანები და არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მიაჩნიათ, რომ თქვენ ერთი შეხედულება გაქვთ, სხვას კი  – სხვა. მე საკმარისად კარგად მიცნობენ რუსეთშიც და საფრანგეთშიც. მიმაჩნია, რომ რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი. ხშირად ვამბობ, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ რაც ჩემი ბიძაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, გადავწყვიტე, რომ არასდროს არსად ვილაპარაკებ არც საქართველოს და არც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე,“ – განაცხადა ელენ კარენ დ”ანკოსმა.

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი